SunnyAfternoon

Just another WordPress.com site

People never notice anything(c)

ალბათ თითქმის ყველა მოზარდი გრძნობს თავს ჰოლდენ კოლფილდად გარკვეულ მომენტში.ხოდა მეც გუშინ ერთ-ერთი ასეთი “კოლფილდური” საღამო მქონდა. დედაჩემმა გადაწყვიტა დიდი ხნის უნახავ მეგობართან გასვლა და ჩემი თან წაყვანა,რა თქმა უნდა,მეგობარს ხომ ჩემხელა შვილი ყავს,რომელთანაც პატარაობაში ვმეგობრობდი. მისვლისას სრულიად ჩვეულებრივი,ჩემთვის მოსაწყენი სიტუაცია – დედაჩემის რამდენიმე დაქალი,რომელიც აღფრთოვანებულია- დედა რამხელა გოგო გავზრდილვარ თურმე! ბიჭები იქით “ქაუნთერ”-ს თუ რაღაც მისდაგვარს თამაშობენ და არავისთვის სცალიათ; დედაჩემის ერთ-ერთი მეგობრის შვილი,რომელიც სულ 2 თუ 3 წლითაა ჩემზე დიდი უკვე უფროსებთან ზის და საუბრობს იმაზე,თუ როგორ სამკაულებს ამჯობინებს და რა მაგარი სათვალე იყიდა. ვიცი ეს ყველაფერი უაზროდ ჟღერს,ასეთ საკითხებზე ხომ თითქოს ყველა გოგო უნდა ლაპარაკობდეს. მე იქ ვზივარ ჩემთვის,ვუყურებ ამ ხალხს და ვფიქრობ : “ნეტა როდესმე მეც შემაწუხებს ვიღაცის (ან თუნდაც ჩემი) წარმატებით გათხოვების და ზვირფასი სამკაულის საკითხი?”

“რატო ხარ მოწყენილი?” – ყველას ეს კითხვა რომ უჩნდება,უკვე მომაბეზრებელია. როგორ ავუხსნა ეხლა მე იმათ,რომ მოწყენილი კი არ ვარ,უბრალოდ არ მაინტერესებს,გესმით?არ მაინტერესებს ეს დიდური,თითქმის გულისამრევი თემები. და ეს “რატო ხარ მოწყენილი” დაისმევა საღამოს განმავლობაში მინიმუმ 3-ჯერ. შემდეგ აღოჩნდება,რომ თურმე ზედმეტად სერიოზული ვარ. არადა, მათ შორის ყველაზე ოპტიმისტი მე ვარ,ალბათ. შემდეგ მოდის ვარაუდი,რომ შეყვარებული ვარ. ეჰ. უცნაურია რა ეს ყველაფერი. ისიც,რომ ამას ახლა აქ ვწერ და რომ ასე აზროვნებს ეს ხალხი. მაგრამ ეგ არაუშავს,არც ის მადარდებს,ყველას სერიოზული რომ ვგონივარ,არც ის,ყველა კომპანიაში რომ ვერ შევდივარ. ერთადერთი,რაც მართლა მაინტერესებს: “მეც გავხდები ესეთი?”

2 responses to “People never notice anything(c)

  1. michael December 1, 2010 at 3:39 pm

    ჰაჰ რა ნაცნობი სიტუაციაა 🙂 მეც ხშირად ვყოფილვარ სიტუაციაში როცა არ გაინტერესებს ის თემები რაზეც ლაპარაკობენ, საერთოდ სხვა პლანეტაზე ხარ და ამიტომ ვერ/არ შედიხარ კონტაქტში, ამ დროს კი გონიათ რომ მოწყენილი ხარ :)) “ასეთად” გახდომას რაც შეეხება, რაშია იცი საქმე, ცხოვრების ამ გარდამავალ პერიოდში ბავშვობიდან დიდობამდე პერიოდს ვგულისხმობ, ხშირად იცვლება ღირებულებები და ა.შ.. ძალიან ბევრი რამ იცვლება, თუმცა არსებობს პიროვნების მნიშვნელოვანი შტრიხები, რომელიც არ იცვლება ან ძალიან ძნელად ხდება ეს.

    • sunnyyafternoon December 4, 2010 at 7:53 pm

      ცოტა სასაცილოდ ჟღერს,მაგრამ მგონი ყველა ბიტლომანისთვის ნაცნობი სიტუაციაა ეს 😀 ჰოდა ვიცი რო ღირებულებები იცვლება და სწორედ მაგაზე ვფიქრობ..ნეტა მეც ეგრე რადიკალურად შემეცვლება ყველაფერი? უცნაურია ეს ყველაფერ,გგონია რო უკვე ჩამოყალიბებული ხარ და მაინც დროთა განმავლოაშო ამჩნევ,რომ იცვლები…

Leave a comment