SunnyAfternoon

Just another WordPress.com site

ჯორჯ.

თითქმის ერთი საათის წინ დადგა 29 ნოემბერი. გადის ზუსტად 10 წელი,რაც ჯორჯ ჰარისონი გარდაიცვალა,ან,როგორც თვითონ იტყოდა,თავისი სხეული დატოვა. ისე დაემთხვა,რომ რამდენიმე დღის წინ ვუყურე ახალ დოკუმენტურ ფილმს მასზე და გამახსენდა,როგორი ნათელი და განსხვავებული იყო ეს ადამიანი ყველასგან.

ახლა დავანებებ ამ ოფიციალურობას და შსავალს თავს და დავწერ იმას,რაც რამდენიმე წუთის წინ მომივიდა თავში. ხო იცი ჯორჯ,დღს რა დღეცაა,ხოდა მომინდა შენი მოსმენა. დიდი ხანია ესე მიყოლებით არ მომისმენია შენი სიმღერებისთვის და ახლა მივხვდი,რა მაკლდა. ვიცი,თუ ვინმეს ხელი აუცდა და ეს პოსტი წაიკითხა,მისაყვედურებს,ან გაიფიქრებს მაინც: “სულ ბოდიშებს იხდის,ბიტლებზე ვწერ და მეტს აღარ დავწერო,მაგრამ მაინც სულ მათზე წერს”. მეც აღარ დავიქყებ თავის მართლებას,იმიტომ ვწერ თქვენზე,რომ დღემდე რჩებით შთაგონების ყველაზე დიდ წყაროდ ჩემთვის. ეს კი იმის ბრალია,ალბათ,რომ იმდენს აღრ ვკითხულობ,რამდენსაც ადრე. ვკითხულობ კი არა,ხანდახან თქვენი მოსმენაც მავიწყდება ხოლმე. მაგრამ ამასაც გავანებოთ თავი.

ერთ-ერთი პირველა სიმღერა ამ პლეილისტში,რა თქმა უნდა,While my guitar gently weeps იყო. ვუსმენდი,არც კი ვფიქრობდი რამეზე,უბრალოდ ვუსმენდი და უცებ,როგორც იტყვიან,მომესმა და პირდაპირ გულში ჩამწვდა ის ისტყვები: “Look at you all,see the love,there that’s sleeping”-ო. სხვა ბევრი კარგი რამაა ამ სიმღერაში,მაგრამ ამჯერად სწორედ ამ სიტყვებმა დამასკვნევინა: რამხელა ადამიანობაა ჩადებული ამ სიმღერაში. საერთოდ,როგორი ადამიანურია. თან ისე,სენტიმენტალურად ადამიანური კი არა,ღრმა და ნათელი,როგორც თვითონ ჰარრისონი.

მერე კიდევ ვფიქრობდი,გამახსენდა ის მომენტი ფილმიდან,რინგო რომ ჯორჯის ბოლო სიტყვებს იხსენებს და რომ წამოიტირებს. გამახსენდა და თავს უფლება  მივეცი დამეჯრებინა,რომ ეს სცენა გულწრფელი იყო. აქედან ემოციები წამოვიდა და კიდევ ერთი აღმოჩენა: მთლიანად ბითლზის ისტორია არის ერთი დიდი ადამიანური ისტორია. მოკლე,მაგრამ ისეთი,ყველაფერი რომ ჩაეტია შიგნით: მეგობრობაც,სიყვარულიც,საკუთარი თვის ძიებაც და სტილიც,ბედნიერებაც და ტრაგიზმიც ადამიანის ცხოვრებისა. სწორედ ამიტომაა,ალბათ,რომ იძახიან “ბიტლზი მთელი ფილოსოფია,ცხოვრების სტილიაო”.

ცოტა აბდაუბდა გამოდის ეს პოსტი,იმიტომ,რომ რაც მაფიქრდება,ყველაფერს ვწერ,მაგრამ ეს ყველაფერი ხვალამდე რომ შევინახო თავში,ვიცი,დამახინჯდება და გაუფერულდება.  აგერ,ჯორჯიც მეუბნება “Sun,sun,sun,here it comes”-ო და ეს ბოლო სიმღერა ყოფილა პლეილისტში. წავალ ჯორჯ,დავიძინებ ახლა მე და იმედია ხვალ ისევ შენებურ,ნათელ და პოზიტიურ ხასიათზე გავიღვიძებ. როგორ მინდა ერთხელ მაინც მყავდეთ ნანახი,სულ ნუ იმღერებდით,დავჯდებოდი ერთ ფინჯან ჩაიზე და მოგისმენდი შენ,ჯორჯ. მაინც ვერ ვიგებ,რატომ დავიბადე 50 წლით გვიან. ეს კიდევ ცალკე თემაა და მეზარება ეხლა წერა.

მოკლედ,მოკითხვები აქედან და ყველას ისევე უყვარხარ,ჯორჯ.

Advertisements

პატარა იაპონელი ქალი

ეხლა ერთი ძალიან კარგი პოსტი გადავიკითხე ჯონზე და გამახსენდა,რომ რამდენიმე დღის წინ იოკოზე მინდოდა დაწერა. იოკოზე,რომელზეც ამხელა და ასეთი რამ არასდროს დამიწერია.

ყველაფერი დაიწყო იმით,რომ მეგობარმა მისი და ჯონის სურათი დააყენა,ჩემი პირველი რეაქცია,რა თქმა უნდა,”უიმე” იყო. მერე დავფიქრდი. არ ვიცი რატომ,რამდენი ხანია იოკოზე არ დავფიქრებულვარ…დავფიქრდი და მივხვდი,რომ არც თუ ისე ბევრი მიზეზი არსებობს იმისა,რომ ეს ქალი გეზიზღებოდეს,ან თუნდაც საერთოდ არ მოგწონდეს.

კი,მე ძალიან კარგად ვიცი,რომ ჯონი,სულ მცირე,ოდნავ სიმპათიურ ქალს მაინც იმსახურებდა,მაგრამ ეს არაა მთავარი და არც არასდროს ყოფილა. ლამაზი იყო პატი ბოიდი,ლამაზი იყო ჯეინ აშერი,მაგრამ რა ხეირი? მივხვდი,რომ ყველაზე ნაკლები უფლება აქვთ იოკოს “არ დავასების” იმ კეტებიან და ჯინსებიან გოგოებს,რომლებისთვისაც მთავარი მუსიკა და შინაგანი სამყაროა. ჩვენ ხომ სულ გვიკვირს – რატომ მოწონთ ბიჭებს მხოლოდ გაპრანჭული,ნაზი და უტვინო გოგოები? როგორ შეიძლება,ადამიანის აზროვნება არ გაინტერესებდეს? ასეთ გოგოებს დავიცინით და არ მოგვწონან,იოკო კი გვძულს. არალოგიკური გამოდის,არა? ყავდა ჯონს ნაზი და “ჩვეულებრივი” სინტია,ისიც სისულელით ცოლად მოყვანილი პატარა ასაკში. ეს ქორწინება სრული უაზრობა იყო,ალბათ. იმის გამოკლებით,რომ ჯულიანი დარჩა. არ არსებობს ჯონის არცერთი სერიოზული სიმღერა,რომელიც გამოკვეთილად სინტიაზეა მიძღვნილი. იოკო კიდევ რამდენი შედევრის შთაგონების წყარო იყო? ვინც ცოტათი მაინც იცნობს ჯონ ლენნონის შემოქმედებას,აუცილებლად იცის ერთი – Woman მაინც. ახლა არ დავიწყებ ჩამოთვლას,მაგრამ უამრავი ულამაზესი სიმღერა დაწერა ჯონმა იოკოსთვის. მარტო სიმღერებშიც არაა საქმე. მთლიანად მისი  სოლო-კარიერის განვითარებაში რამხელა წვლილი შეიტანა.

არა,არ დამვიწყებია,ისიც მშვენივრად ვიცი,რომ ბითლზის დაშლის ერთ-ერთი უდიდესი  ხელისშემწყობი ფაქტორი სწორედ ეს იაპონელი ქალი იყო. სწორედ ამის გამოა,ალბათ,რომ ის ბოლომდე არასოდეს მომეწონება.

მაგრამ,რაც მთავარია,და რაც ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით – ბითლზი რომ 1970 წლის აპრილში არ დაშლილიყო,დღეს ჩვენ ამდენი არ ვიქნებოდით. ბიტლომანებს ვგულისხმობ. ამ თემის განვრცობა უსასრულოდ შეიძლება,მაგრამ,მოკლედ რომ ვთქვა,ამ ჯგუფის გენიალურობის და ე.წ. ლეგენდარულობის ერთ-ერთი მიზეზი,ერთ-ერთი მთავარი მიზეზი,სწორედ ადრე დაშლაა. სწორედ ის ათი წელი,რომელმაც ყველა შეცვალა. ათწლეული,რომელიც უზრმაზარ ეპოქად იქცა. მადლობა ვთქვათ,რომ ბიტლები დღემდე არ არსებობენ და “ბებერი როლინგებივით” არ დახტიან სცენაზე.

დავუბრუნდეთ იოკოს – მას ესმოდა ხელოვნება,იგი განსხვავდებოდა ყველასგან,რაღაც ახალის სიმბოლო იყო ჯონისთვის… და არა მარტო მისთვის. ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი,რომ იოკო თვითონაც ხელოვანი იყო. ადამიანის გემოვნებაზეა დამოკიდებული,მაგრამ,ჩემი აზრით,არც მისი ნახატები ვარგა,არც “ნამღერი”. მაგრამ,რაც არ უნდა იყოს,ჯონმა მასში “მონათესავე სული” დაინახა. ჯონს შეუყვარდა,სიგიჟემდე შეუყვარდა.როცა ასეთ გენიალურ ადამიანებს ასე ძლიერ უყვარდებათ,საოცარი რაღაცები იქმნება. ისევ იმ სიმღერებს ვგულისხმობ,რომლებიც დღემდე “სულში წვდება” ხალხს.

ცნობილ ადამიანებს,განსაკუთრებით,რომანტიკულ ცნობილ ადამიანებს,ხშირად აქვთ უბედური სასიყვარულო ისტორიები. ის ან ცალმხრივია,ან დაკარგული ან კიდევ რამე მაგდაგვარი. ჯონს კი ყველაფერი კარგად წაუვიდა (1980 წლის 8 დეკემბრამდე,რა თქმა უნდა). ისინი ერთად იყვნენ. ერთად მოღვაწეობდნენ,მოგზაურობდნენ, ცხოვრობდნენ. მოღვაწეობით უფრო ჯონი მოღვაწეობდა,მაინც,მაგრამ იოკო სტიმული იყო. იოკო იყო საკუთარ თავში რწმენის სიმბოლო,რაც არ უნდა ექნა ან გაეკეთბინა იმ გადარეულ მუსიკოსს,იოკო ეტყოდა: “კარგია,ჯონ. შენ ამას შეძლებ,ჯონ.” როგორც თვითონ ლენნონი ამბობდა (არ გადმოვთარგმნი,უაზრობა გამოვა): “My defenses were so great. The cocky rock-and-roll hero who knew all the answers was actually a terrified guy who didn’t know how to cry. Simple. ” მოვიდა იოკო,და გვერდში ამოუდგა მას. მხარი დაუჭირა ყველა მის იდეას და ახლიდან შეაძენინა პიროვნება. შეიძლება,ამ პროცესში,ბევრი რამ გაიპარა,დაიკარგა: ჯგუფი,ძველი მეგობრები,პატარა შვილი,რომელსაც მამა სჭირდებოდა,მაგრამ ხელოვანი ხომ მუდამ ვითარდება,იზრდება.ეს საჭიროც იყო. არანაირი ცვლილება არ ხდება მსხვერპლის გარეშე.

დარწმუნებით ვერც იმას ვიტყვი,რომ იოკოს ისევე ძლიერად უყვარდა,როგორც ჯონს იგი. მაგრამ,მაინც უყვარდა,ალბათ. ამაზე უფრო მეტს დავწერდი,ზუსტად რომ ვიცოდე,რა არის ეს სიყვარული. არაუშავს,ეს არაა მთავარი. კიარადა,მთავარია,მაგრამ ყველაზე ნაკლებად საჭიროებს განმარტებას.

მგონი,სულ ესაა. ამ ყველაფერს ალბათ ადრეც მივხვდებოდი,რომ დავფიქრებულიყავი.მაგრამ,დაფიქრება არ მინდოდა.

ისე,არ გეგონოთ,რომ იოკო ასე ძალიან მომწონს ან რამე ეგეთი :)) . უბრალოდ მაქვს ჩემი ობიექტური (ან სუბიექტური) შეხედულება,რომელიც ახლა ბოლომდეა ჩამოყალიბებული; ვარ ბევრად უფრო პოზიტიურად განწყობილი,ვიდრე ადრე და თითქმის აღარ მაღიზიანებს 🙂

P.S.: რაღაც ისე გამოვიდა,რომ ამ ბლოგზე სულ ბიტლებზე და მათთან დაკავშირებულ თემებზე ვწერ. ამის შემდეგ ვეცდები,რეგულარულად ვწერო და არა მარტო ბიტლებზე 🙂

exams

სხვაგან ვერ დავდე ვერსად,ვინ დაწერა არ ვიცი,მარა კაი სახალისო რაღაცაა 🙂

Экзамены. То, с чем сталкиваются все. Но не все проходят через эти пытки с честью и достоинством. Впрочем, и наши любимые музыканты когда-то сдавали экзамены… Давайте попробуем представить, как это было.

В аудиторию пробует зайти Мик Джаггер. Губы не пролезают в дверь. Мик радостно уходит.

В аудиторию входит голый Джон Леннон с гитарой, исполняет Give Peace A Chance на столе у комиссии и получает… отлично. Он же Джон Леннон.

Впрыгивает Ангус Янг. Подпрыгивает к столу, тянет билет, прыгает от радости, что вытащил тот, который знает, и, забыв ответить билет, радостно выпрыгивает обратно в коридор.

Заходит Ринго Старр. Обнаруживает на руке у председателя комиссии редкое кольцо, не имеющееся в его коллекции, впадает в глубокую депрессию и уходит, едва не плача от отчаяния.

В аудиторию пробует зайти Джордж Харрисон. Ситар не пролезает в дверь. Не менее угнетенный Харрисон гордо и загадочно удаляется.

В дверь пробует зайти Брайан Мэй. Кудри не пролезают в дверь. Но Брайан умудряется даже из коридора все сдать на отлично… (ეს მომეწონა ყველაზე მეტად 😀 😀 )

Вваливается компания басистов – Пол Маккартни, Джон Пол Джонс и Джон Дикон. Все отвечают на отлично. Один удаляется пропагандировать вегетарианство дальше, другой своим загадочным видом не дал никому понять, чем займется, а третий отправился покупать новые шортики. Детям, разумеется. И себе заодно. Всем одинакового размера.

Врываются KISS в полном составе. Им тут же кидают в лицо зачетки с пятерками, крестятся и орут – Чур меня, чур! Сгинь!

Приходит Фредди Меркьюри. Поет билет на отлично и уходит.

Заявляется Роджер Тейлор. Все девушки в аудитории тотчас падают в обморок, преподавательница таинственно уводит Роджера “помочь в сдаче нелегкого экзамена” и после этого их никто не видит.

Приходит Чарли Уоттс. Тихо берет билет, сдает все на отлично уходит. Это же Чарли. Ему можно не выпендриваться.

Заходит Ричи Блэкмор. Не обнаружив в аудитории Кэндис, уносится куда-то прочь…

Под звуки скрипок и балалаек вплывает Кэндис Найт в сопровождении цыганского табора. Не обнаружив Блэкмора, быстренько сворачивается… Блондинка же.

В дверь пробуют зайти десяток пакетов, из которых вываливаются кофточки. Комиссия посылает Планта на пересдачу в связи с перебором багажа.

В аудиторию вваливается десяток полураздетых девиц. Пейджу тоже пришлось направиться на пересдачу.

Заходит Джон Бонэм. Пробует полетать на столе, размахивая остатками билетов. Не обращая внимания на удивленные взгляды комиссии, улетает на этом столе.

В дверь пробует пролезть Слэш. Цилиндр снять он не додумался.

Входит Иэн Пейс. Поправляет очки. Берет билет. Поправляет очки. Отвечает на отлично. Поправляет очки. Уходит.

Стивен Тайлер еще в коридоре поговорил с Джаггером и решил не искушать судьбу, приближаясь к двери. Было бы жалко прищемить такой колоритный рот.

(c)

დაიჯერე!

უკვე ზუსტად 2 თვე გავიდა იმ ცნობილი,ბედნიერი დღიდან,როდესაც რინგომ ფაქტიურად ჩვენს ცხვირწინ იმღერა ამდენი ჩვენთვის საყვარელი სიმღერა,გაგვიღიმა,ხელი დაგვიქნია და გვესაუბრა კიდეც. მაგრამ გადახედავ ამ ყველაფერს,და სიცარიელეა. ალბათ,ნამდვილად ბედნიერ და დასამახსოვრებელ მოვლენებთან ყოველთვის ასეა,იმ კონკრეტულ დღეს ბოლომდე იცლები ემოციებისგან და მოსაგონებლად აღარაფერი გრჩება. უფროსწორად,როგორ არა,დაწვრილებით გახსოვს ყოველი დღე და საათი იმ მომენტიდან,როდესაც ბილეთები ხელში დაიჭირე და იმ მომენტის ჩათვლით,როდესაც რინგო სცენიდან გავიდა და მიხვდი,რომ ეს დასასრული იყო.მაგრამ იმ განცდების კი კვალიც არ დარჩა.

შეიძლება,თავიდანვე,ნაადრევად რომ ამხელა მნიშვნელობას ვანიჭებდი იმ 3 დღეს,მაგის ბრალიცაა,ახლა რომ ვეღარაფერს ვგრძნობ.

“გიჟია ეს ბავშვი,რაღა უნდა იგრძნოს,რინგო სტარი ნახა ორ ნაბიჯზე,ოცნება აიხდინა,მშვენიერი ქალაქი დაათვალიერა და დღემდე ეიფორიაში ხომ არ იქნება!” – ამას ვიფიქრებდი ზუსტად მეც,სხვის მიერ დაწერილი ასეთი პოსტი რომ წამეკითხა. მაგრამ ახლა მესმის.

კიდევ ერთი ფაქტორია: არ მინდა უმადურობა გამომივიდეს,მაგრამ ალბათ მაკკარტნის კონცერტი მაინც კიდევ სხვა იქნებოდა. ალბათ კი არა,რად უნდა მაგას ჩემი თქმა,სულ სხვა იქნებოდა. ეს იქნებოდა თითქმის ბიტლზი. იქნებოდა ის,რაც ახლაც,2 წლის და 20 წლის შემდეგაც უემოციოდ უბრალოდ ვერ გაგახსენდებოდა.

სიმართლე გითხრათ,მხოლოდ ახლა მივხვდი და მეწყინა,რომ ჩვენი ყველაზე კეთილი და უბრალო რინგო ამ XXI საუკუნეში ყველაზე მეტად დაავადდა ვარსკვლავური სენით.ავტოგრაფებს აღარ იძლევა,მეილებს აღარ პასუხობს და სასტუმროშიც თურმე ცუდად იქცევა ( 😀 ) . მოკლედ რომ ვთქვათ,თითქმის აღარაფერი დარჩა იმ ძველი რინგოსგან. ეს უკანასკნელი დასკვნა ადრეც კი გამომქონდა – პოლი  ბევრად უფრო მოგაგონებს თავის ახალგაზრდობას,ვიდრე რინგო. ანუ,ჩვენ ენაზე,პოლი უფრო პოლია,ვიდრე რინგო რინგო.

ეს ყველაფერი დაერთო ერთმანეთს,და ახლა ვეღარაფერს ვგრძნობ. არადა,მაინც უნდა ვგრძნობდე. რაღაც,სულ მცირედი რამე მაინც ხომ უნდა შეცვლილიყო,ბოლოს და ბოლოს ერთ-ერთი ბიტლი ვნახე,სულ რომ არაფერი! მაგრამ არა.

ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ,ვითომ?

get back

აბა,ეხლა ვეცდები ამდენი ხნის “არ ყოფნის” შემდეგ ისევ დავწერო აქ რამე,თან ისე,რომ სუულ ცოოტა საინტერესო წასაკითხი მაინც იყოს 🙂

ყოველთვის მინდოდა ბლოგის ქონა და ისე მიხაროდა,ძლივს რომ თავი მოვაბი და შევქმენი,მარა როგორც თითქის ყველა სხვა საიტი,ესეც მალევე მივატოვე.

აი არ ვიცი რატომ,მაგრამ აქ რაღაც ზედმეტად სერიოზულად ვწერდი თავიდან…მგონი. დღეს იქნებ რამე უფრო ბუნებრივი და ჩემებური გამომივიდეს.

იმის მერე,რაც ბოლო პოსტი დავწერე – 3 თვე გავიდა. უკვე 3 თვეა 2011 წელია და არც არაფერი შეცვლილა.თითქმის.

პირველი და ყველაზე ბანალური თემა,რომელიც,ალბათ  ვალდებული ვარ განვიხილო – კი,მართალი ხართ, გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ი !  ისეთი ზამთარი იყო,მეგონა აღარასდროს დათბებოდა,ან თუ დათბებოდა,არაფერი გამოსწორდებოდა. როგორც ჰარისონი იტყოდა: “It’s been a long cold lonely winter”.  მაგრამ რა სისულელეა,გაზაფხული მოვიდა,ნაადრევადაც კი და კვლავ ყველაფერი დაგვავიწყდა. მაინც,მაგარი სეზონია,არა? ქუჩაში რომ ხალხის სახეებს შეხედო,ვერც მიხვდები,წელიწადის რა დროა – ყველა ისევ დაღვრემილი სახეებით დადის. სამაგიეროდ,კითხვაზე “როგორ ხარ?” ყველა უკვე ქრონიკულად გპასუხობს: “კარგად,გაზაფხულია,თბილა!”. ყველაზე მეტად კი ჯინსის ქურთუკი და “ლენნონები” მიხარია 🙂

იცით როგორი დროა გაზაფხული?  როცა ფიქრობ,რომ ყველაფერი კარგადაა,იუხედავად იმისა,რომ სწორედ ამ დროსაა თავში ყველაზე მეტი გაურკვეველი ფიქრი და გრძნობა. თუმცა,ეგეც ხომ ინდივიდუალურია,ზოგს გაზაფხულზე ალერგია აქვს,აღიზიანებს ეს დებილი ოპტიმისტი ახალგაზრდობა და სულაც ფეხებზე კიდია ამინდი. ნუ ადრე არც მე მქონდა ასე გართულება,მაგრამ ახლა უკვე ვაფასებ.

ჰო,ახლა გამახსენდა,გაზაფხული კარგია,მაგრამ ამ გაზაფხულის მთავარი ამბავი  – რიგა,რინგო. არც კი ვიცი,ამაზე რა დავწერო,თავიდან აჟიტირებული ვიყავი,სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი და  ვგიჟდებოდი. ახლა უკვე უფრო წყნარად ვარ,ალბათ იმიტომ,რომ არ მჯერა,რომ ეს მოხდება. კერძოდ კი ის,რომ ჩემი მთავარი ოცნება ახდება! კარგი,ვაღიარებ,მთავარი მაკკარტნი იყო,მაგრამ მერე გავაცნობიერე – არც ისე დიდი განსხვავებაა. მე ხომ ოთხივე ერთნაირად მიყვარს. რინგოც ერთ-ერთი მათგანია – ის საყვარელი,დიდცხვირა ბიტლი,რომელსაც ფილმებში ყოველთვის მთავარი ადგილი უკავია. ის იდგა იმ სცენაზე,მღეროდა და უკრავდა იმ სიმღერებს და ისე გენიალურად ხუმრობდა 🙂 ერთი სიტყვით,ის ისეთივე სრულფასოვანი ნაწილია იმ ოთხეულის,როგორიც გრძელ-წამწამებიანი მაკკარტნი,ან ტუნდაც ლენნონი. და მე მას ვნახავ. მე მოვისმენ მას “ლაივში” და შეეიიძლებაა ავტოგრაფსაც გამოვართმევ. ამას რომ წარმოვიდგენ ემოციებს ვეღარ ვიკავებ. ამ ყველაფერზე მეტს აღარ დავწერ,თორე სისულელეების ბოდიალს დავიწყებ და მეთვითონაც  მომბეზრდება. არ ვიცი რა ვთქვა. აი თურმე როგორი გრძნობაა,ოცნების ასრულება

აჰა,იდეების გამომელია. მაგრამ რაც მთავარია დავბრუნდი და აწი ბევრს დავწერ…იმედია 🙂

 

 

 

Hello,New Year

ესე იგი,ახალი წლის დადგომამდე კიდევ ერთი საათი დარჩა,განწყობაც ოდნავ გამომისწორდა,მაგრამ მაინც არ შემიძლია სიხარულით ვირბინო და დაველოდო,როდის გახდება ზუსტად 00:00. ასეთ რაღაცას მგონი თითქმის ყველა წერს ახალი წლის წინ,მე კიდე არასდროს მიცდია,ასე რომ ეხლა დავწერ. მოკლედ გადავწყვიტე ცოტა დავფიქრდე და ტელევიზორიდან უნიჭო სიმღერების აკომპანირებით ჩამოვწერო,რა მოხდა ისეთი ამ ჯერ არ გასულ 2010 წელს.

იანვარი-თებერვალი: თბილისიდან არ გავსულვარ (მგონი),რამდენჯერმე მოთოვა კიდეც,ვიგუნდავე და გავცივდი. მეგობრები ცოტა მყავდა,საათობით ვიჯექი კომპიუტერთან,ვუსმენდი მუსიკას და ვზარმაცობდი. ისიც კი მახსოვს,შარშანდელი ზამთარი რა სიმღერებისგან შედგებოდა:

Led Zeppelin – Stairway to heaven

Queen – The miracle

My Chemical Romance – Teenagers

The Hollies – Bus stop

მეტს ვერ ვიხსენებ.

მარტი,აპრილი,მაისი კარგად არ მახსოვს,მგონი გამოცდებისთვის ვემზადებოდი.ა,ჰო,”თამაში ჭვავის ყანაში” წავიკითხე.

ივნისში ისტერიულად ვაბარებდი გამოცდებს,22 რიცხვამდე,იმ სიცხეში დავრბოდი სკოლაში და მწარედ დამამახსოვრდა ეგ თვე 😀  მარა,მეორისმხრივ,მაინც სულ კარგ ხასიათზე ვიყავი და რაც მთავარია – 18 ივნისი! პოლიკოს დაბადების დღე :)) გავიცანი ბევრი ბიტლომანი,ბევრი ახალი,ძალიან კარგი ადამიანი,საოცარი ქავერ-ჯგუფი და ახლიდან აღმოვაჩინე ბიტლომანური განწყობა.

ივლისი გავატარე გორში,გადარეული ვიყავი Queen-ზე და მის ხუჭუჭა გიტარისტზე,დღე ვსეირნობდი,ან მუსიკას ვუსმენდი და რაღაც უაზრო,მაგრამ საყვარელ ისტორიებს ვწერდი ამ თემაზე. მოკლედ,კარგი იყო,თავისი ოცნებებით და წიგნებით.

აგვისტოში ვიყავი ზღვაზე და ძალიან “ვჰიპობდი” 😀  ეს იყო ყველაზე კარგი,აი სრულიად თავისუფლად ვგრძნობდი თავს,მიყვარდა მუსიკა,ბიტლები (მიყვარდა რა,ეხლაც მიყვარს),ვაკეთებდი “მშვიდობის ნიშნებს” კენჭებისგან და საღამოობით ვარსკვლავებს ვუყურებდი. ბოლოს დავიწყე საფრანგეთისთვის მზადება და 30ში წავედი კიდევაც.

სექტემბერი გავატარე საფრანგეთში. კმაყოფილი ვარ? კი,იმიტომ რომ მივეჩვიე დამოუკიდებლობას,დავრწმუნდი ენის ცოდნაში,ვნახე ბევრი რამ. ასევე ოჯახი შემხვდა ძალიან კარგი,შესაბამისად შევიძინე კიდევ რამდენიმე ახლობელი ადამიანი,თანაც უცხოელი,რაც საინტერესოა. პარიზში გატარებული სამი დღე იყო ძალიან კარგი. ჰო,პარიზი ყველას უყვარს,ის ლამაზია,სიყვარულის ქალაქია. არა,სულაც არაა სიყვარულის ქალაქი,უბრალოდ მართლა კარგია და ძალიან გემრიელი ნაყინი აქვთ. რაც მთავარია,ავიხდინე ბავშვობის ოცნება: ვიყავი დისნეილენდში. რაღა დაგიმალოთ და აღფრთოვანებული ვარ,მართლა ზღაპარში მეგონა თავი,მერე რა,რომ 8 წლის აღარ ვარ. ოქტომბერში მოვუნდი აქაურ ტემპზე გადმორთვას, 9-ში ვიყავი ლენნონის დაბადების დღოს კონცერტზე და დიდი ხნით დავიტვირთე დადებითი ემოციებით. ნოემბერი გავატარე ჩვეულებრივად,გავხდი 15 წლის და დავიწყე ისევ კარგად სწავლა. დეკემბერი ჩვეულებრივი,ვითომ ახალი წლის და თოვლის მოლოდინში,მაგრამ განწყობის გარეშე. თუმცა,ისევ “ბითლზ-საღამოები”,ერთი 8-ში,ამისთვის არც ისე შესაფერის კლუბში,ერთი კი სულ ეხლახანს,კალენდარის პრეზენტაციაზე.აი ეს კი მართლა ძალიან კარგი იყო,მხოლოდ ბიტლომანები,ბევრი მუსიკა და ღიმილი.

მოკლედ,2010 წელს: შევიძინე ახალი,თან ახლო მეგობრები; TheBeatles.ge და ამით ყველაფერი ნათქვამია 😀 ; გავხდი უფრო დამოუკიდებელი; აღმოვაჩინე ბევრი ახალი მუსიკა; ჯერომ დევიდ სელინჯერი; ისევ მივეჩვიე კარგად სწავლას; გადავეჩვიე წიგნების კითხვას (shit); გავატარე ჰიპური ზაფხული; ვიყავი დისნეილენდში; ისევ დავიბენი პროფესიის არჩევაში; დავიწყე “ტუშის” ხმარება (ვაიმე :D); ბევრი-ბევრი ვისეირნე; დავიწყე ქართულად წერა; დავრწმუნდი,რომ ყოველთვის ყველაფერზე მეტად მეყვარება ბითლზი.

მეტს ისეთს ვერაფერს ვიხსენებ… 28 წუთი დარჩა 2011 წლამდე,მთავრდება ათწლეული,რა იცი რა მოხდება…

People never notice anything(c)

ალბათ თითქმის ყველა მოზარდი გრძნობს თავს ჰოლდენ კოლფილდად გარკვეულ მომენტში.ხოდა მეც გუშინ ერთ-ერთი ასეთი “კოლფილდური” საღამო მქონდა. დედაჩემმა გადაწყვიტა დიდი ხნის უნახავ მეგობართან გასვლა და ჩემი თან წაყვანა,რა თქმა უნდა,მეგობარს ხომ ჩემხელა შვილი ყავს,რომელთანაც პატარაობაში ვმეგობრობდი. მისვლისას სრულიად ჩვეულებრივი,ჩემთვის მოსაწყენი სიტუაცია – დედაჩემის რამდენიმე დაქალი,რომელიც აღფრთოვანებულია- დედა რამხელა გოგო გავზრდილვარ თურმე! ბიჭები იქით “ქაუნთერ”-ს თუ რაღაც მისდაგვარს თამაშობენ და არავისთვის სცალიათ; დედაჩემის ერთ-ერთი მეგობრის შვილი,რომელიც სულ 2 თუ 3 წლითაა ჩემზე დიდი უკვე უფროსებთან ზის და საუბრობს იმაზე,თუ როგორ სამკაულებს ამჯობინებს და რა მაგარი სათვალე იყიდა. ვიცი ეს ყველაფერი უაზროდ ჟღერს,ასეთ საკითხებზე ხომ თითქოს ყველა გოგო უნდა ლაპარაკობდეს. მე იქ ვზივარ ჩემთვის,ვუყურებ ამ ხალხს და ვფიქრობ : “ნეტა როდესმე მეც შემაწუხებს ვიღაცის (ან თუნდაც ჩემი) წარმატებით გათხოვების და ზვირფასი სამკაულის საკითხი?”

“რატო ხარ მოწყენილი?” – ყველას ეს კითხვა რომ უჩნდება,უკვე მომაბეზრებელია. როგორ ავუხსნა ეხლა მე იმათ,რომ მოწყენილი კი არ ვარ,უბრალოდ არ მაინტერესებს,გესმით?არ მაინტერესებს ეს დიდური,თითქმის გულისამრევი თემები. და ეს “რატო ხარ მოწყენილი” დაისმევა საღამოს განმავლობაში მინიმუმ 3-ჯერ. შემდეგ აღოჩნდება,რომ თურმე ზედმეტად სერიოზული ვარ. არადა, მათ შორის ყველაზე ოპტიმისტი მე ვარ,ალბათ. შემდეგ მოდის ვარაუდი,რომ შეყვარებული ვარ. ეჰ. უცნაურია რა ეს ყველაფერი. ისიც,რომ ამას ახლა აქ ვწერ და რომ ასე აზროვნებს ეს ხალხი. მაგრამ ეგ არაუშავს,არც ის მადარდებს,ყველას სერიოზული რომ ვგონივარ,არც ის,ყველა კომპანიაში რომ ვერ შევდივარ. ერთადერთი,რაც მართლა მაინტერესებს: “მეც გავხდები ესეთი?”

Beatlemania – mass hysteria

Ladies and gentlemen – The Beatles !!!

როგორც წესი,ამ განცხადებას მუდამ მოყვებოდა არა მარტო მხურვალე აპლოდისმენტები,არამედ ხალხის აღტაცებული შეძახილები და გოგოების წივილ-კივილი.

მეც,შეიძლება ითქვას, ამ  “მკივანა გოგოების სასტავს” ( 😀 ) მივეკუთვნები და გადავწყვიტე ჩემი პირველი პოსტი სწორედ იმას დავუთმო,რაც ალბათ მაინც ყველაზე ძალიან მიყვარს.კი მაგრამ, ეს გოგოები ხომ დაახლოებით 50 წლის წინ კიოდნენ “I love you,Paul!” , “Stay here for ever,guys!” და მისდაგვარ რაღაცებს და როგორ შეიძლება მეც მათნაირი ვიყო? მართლაც გაუჩნდება ეს კითხვა “ნორმალურ”  ადამიანს. ვუბრუნდებით ისევ ყველასათვის ნაცნობ და უკვე გადაღეჭილ საკითხს – რა არის ბიტლომანია ? “ჯგუფ ბითლზის გიჟური სიყვარულია”,იტყვის ისევ ის ნორმალური ადამიანი,მაგრამ მთლად მართალიც არ იქნება. ამ თემაზე იმდენი რამ თქმულა და დაწერილა,როგორც თვით ბიტლებზე,რომ უკვე აღარც ვიცი რა დავწერო,და ალბათ ზედმეტიცაა ამის წერა – გამომივა რაღაც მშრალი,ხმამაღალი სიტყვებითა და მობეზრებული გამონათქვამებით გადაჭედილი ტექსტი,რომლიდანაც ახალს ვერაფერს გაიგებთ. მაგრამ მე მაინც დავწერ.

რატომ არაა მართალი ის ადამიანი,რომელიც ამბობს,რომ ბიტლომანია ამ “ხოჭოების” გადარეულ სიყვარულს ნიშნავს? მანია  – ეს სიტყვა თავისთავად რაღაც არც თუ ისე წყნარს, კიარადა მართლაც რაიმე გიჟურს მოგვაგონებს. ჩვენ კი,ბიტლომანები,გამუდმებით ვამტკიცებთ,რომ ეს სულაც არ არის ბრმა ფანატიზმი,არც უბრალოდ საყვარელი მუსიკა . მაშ მაინც რა არის ბიტლომანია – უბრალოდ  სიგიჟე,თუ   რაღაც უფრო ღრმა და არაჩვეულებრივი? სიგიჟეა,ალბათ. მაგრამ სხვანაირი,ჭკვიანური სიგიჟე (გენიოსები გამოვსულვართ 😀 ). ახლა დაიწყება იმაზე ბლადუნი,თუ როგორ მიყვარს ეს ძველი ჯგუფი და რამდენს ნიშნავს იგი ჩემთვის.

“Is there anybody going to listen to my story?…” . ამ სიტყვებით იწყება სწორედ ის სიმღერა,რომელმაც ასე ძალიან შემაყვარა ბიტლები და მეც მათ გამოვიყენებ ჩემი ბიტლომანიის ისტორიის მოსაყოლად. ისე,ახლა ისეთი გრძნობა მაქვს,თითქოს გაბიტლომანებამდეც კი ისინი მუდამ “მომყვებოდნენ”. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ვკითხე დედაჩემს 6 წლის ასაკში Yesterday-ს ყროყინის დროს,თუ ვისი იყო ეს სიმღერა და ვინ იყო ის “გრძელთმიანი,ლამაზი ბიჭი,რომელიც იაპონელს ჰგავდა” და ამ სიმღერას ასრულებდა. ახლა არავის სჯერა, რომ ეს მართლა მახსოვს,მაგრამ ფაქტია,რომ ჩამრჩა ეს სცენა მეხსიერებაში. პოლ მაკარტნი – ეს იყო პირველი სახელი,რომელიც გავიგე ჯგუფის წევრებიდან. შემდეგ რა თქმა უნდა უკვე ვიცოდი ჯონ ლენონისა და მისი მახინჯი იაპონელი ცოლის შესახებ. შემდეგ იყო სრულიად შემთხვევით ნანახი ფილმი “Help!” 10 წლის ასაკში და “ეს რას გავს,ვინაა? ”  – რა თქმა უნდა რინგო იყო 😀 არადა ახლა უკვე ვერ ვხვდები,რას ვერჩოდი ამ საყვარელ ცისფერთვალება დრამერს. ჯორჯის სახელი კარგა ხანს არ ვიცოდი და არც დავინტერესებულვარ. მახსოვს ფილმი ძალიან მომეწონა,ბევრი ვიცინე (ბევრად მეტი,ვიდრე ახლა ვიცინი ხოლმე Help-ზე) და ვამბობდი – რა სასაცილოები ყოფილან ეს ბითლზები-მეთქი. იქიდან დამამახსოვრდა Ticket to ride,შემდეგ სადღაც მოვისმინე I’m a loser, ინგლისურში ვისწავლე “ყვთელი წყალქვეშა ნავის” მისამღერი და დედისგან გავიგე,რომ ესეც ბითლზის სიმღერა იყო. როცა ჩამოვედი,მამაჩემი გამუდმებით უსმენდა Don’t let me down-ს და მეუბნებოდა უკვე უნდა მიეჩვიო მამი კარგი მუსიკის მოსმენასო. ასე გროვდებოდა ნელ ნელა ჩემს თავში ცნობები ამ ჯგუფის შესახებ და ცოტა ხანში ისე “გავბლატავდი”,ხალხს ვუსწორებდი – ბითლზებს ნუ ამბობთ,არასწორია,ან ბითლზი თქვით ან ბიტლები-მეთქი.

დადგა ის საბედისწერო 2008 წელი.გაიარა მთელმა ზაფხულმა. დაიწყო აგვისტოს ომი. ჩემთან ჩემზე სამი წლით უმცროსი დეიდაშვილი დარჩა რამდენიმე დღით და ომისგან ოდნავ გადართულებმა ეს დღეები მხიარულად გავატარეთ – ვთამაშობდით,ვიზომებდით ერთმანეთის ტანსაცმელს,ვავსებდით დღიურებს (მაშინ ეს ჯერ კიდევ “ცვეტში” იყო 😀 ) და ვცვლიდით “ახალ” სიმღერებს. “ეს სიმღერა იცი,ბითლზისაა? ” მეკითხება ჩემი დეიდაშვილი. რა თქმა უნდა ეს იყო Girl. კი,მოსმენილი მქონდა,მაგრამ არ მახსოვდა საიდან.სიმღერა მომეწონა,მაგრამ ვერ გადავიწერე.გაიარა აგვისტომაც,ყველაფერი ჩაწყნარდა,სიმღერა თითქმის დამავიწყდა. ერთადერთხელ მოვკარი თვალი ტელევიზორში “Across the universe”-ის რეკლამას,გავიგე ის სიმღერა და ძალიან მომინდა ფილმის ყურება,მაგრამ ვერ მოვახერხე. უკვე შემოდგომაზე (ოქტომბერი იყო ალბათ),მოდის ჩემთან მეგობარი და მიყვება, რა მაგარ ფილმს უყურა და რა მაგარი სიმღერა იყო მასში. მე გამახსენდა ფილმიც,სიმღერაც. ძალიან გამიხარდა,სიმღერაც გადავიწერე,მეორე დღეს პირველად ჩავრთე იგი დამოუკიდებლად.”ე,რა მაგარი სიმღერა ყოფილა მართლა” და ჩავრთე იგი თავიდან.მერე ისევ,ისევ,ისევ და დაიწყო…12 წლის ვიყავი და Girl-ს პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით დღე და ღამე ვუსმენდი,როცა ვერ ვუსმენდი – გულში ვმღეროდი. ნამდვილად მახსოვს,იმ წელს პირველ ექსკურსიაზე მივდიოდით,უფლისციხეში და საჭმელების საყიდლად გასული მას ხმამაღლა ვმღეროდი (საწყალი გამვლელები) და იმ “გოგო”-დ რატომღაც იოკო წარმომედგინა ( 😐 ) . მოკლედ,შეყვარებული ვიყავი ამ სიმღერაზე და რომ ვუსმენდი გული ისე სასაცილოდ,ძალიან ძალიან ჩქარა მიცემდა. შემდეგ ჩამირთეს ინტერნეტი,მეც დავინტერესდი – თუ მართლა ასეთი მაგარი ჯგუფია,სხვა რაღაცებსაც ვნახავ მეთქი. მივადექი  YouTube-ს და გავრეკე კიდევაც. პირველი იყო ფერადი ვიდეო  მანჩესტერში ვიზიტიდან, გამოსვლა ედ სალივანის შოუზე: She loves you, All my loving, I wanna hold your hand, You can’t do that, From me to you… ვუყურე Across the universe-ს და აღმოვაჩინე უფრო მეტი ახალი სიმღერა. იმის მერე ვიყავი ასე,ვიწერდი ახალ-ახალ სიმღერებს,ვუყურებდი ვიდეოებს და ყოველ დღე უფრო და უფრო მეტად მიყვარდებოდა ეს 4 ბიჭი. მაშინ პოლზე ვიყავი შეყვარებული, და საერთოდ,ისინი ყველაზე სიმპატიურებად მეჩვენებოდნენ.

დაახლოებით ასე მოვედი ამ სამყაროში,რომელსაც ბიტლომანია ჰქვია. ზევით რაც მოვყევი,ის ყველაფერი მართლაც უბრალოდ ჯგუფზე გაფანატებას აღწერს,მაგრამ რატო შემიყვარდა ასე ძალიან ეს ჯგუფი? ზუსტად არც მე ვიცი,მაგრამ თითქოს ყველაფერი სხვანაირად გამოჩნდა. “აქამდე ცხოვრებას თითქოს ბუნდოვანი შუშიდან უყურებდი და უცებ ბაც! და ეს შუშა გატეხეს,ყველაფერს თავისი ადგილი გაუჩნდა და ნათელი გახდა” – ასე აღწერს ერთი რუსი მუსიკოსი თავის გაბიტლომანებას. მეც ასე ვიყავი,მგონი. შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია,მაგრამ დაახლოებით ასეთი გრძნობაა. თან გგონია,რომ ასე უნდა ყოფილიყო,რომ შენ როდესმე აუცილებლად შეგიყვარდებოდა ბიტლზი და სხვანაირად არც შეიძლებოდა.

რაზე მღეროდნენ ბიტლები?სიყვარულზე.მარტო სიყვარულზე? არა. მაგრამ მაშინ,თავიდან,თითქოს სწორედ მათ სიმღერებში დავინახე ეს გრძნობა პირველად და ამანაც მიმიზიდა. სულ 12-13 წლის ვიყავი,რა უნდა გამეგო მე სიყვარულის,ან ეხლა რა მესმის,ხო? ხო,ალბათ. თან სიყვარულზე ხომ ბევრი სხვაც მღეროდა,მღერის და იმღერებს,მაგრამ მათი რაღაც სხვანაირი სიყვარულია,არც ვიცი,როგორ ავხსნა. ეს არ არის მარტო გოგოსა და ბიჭს შორის სიყვარული. ისინი ყველანაირ სიყვარულზე მღეროდნენ,და იმ ადრეულ სიმღერბშიც კი,სადაც სრულიად უბრალო “შეყვარებული” ფრაზებია,ხედავ ამას.

ეხლა ნერვები მეშლება ჩემს თავზე, საერთოდ არ ვწერ იმას,რაც მინდოდა. ვერაფერს ადამიანურად ვერ ვხსნი და ისევ რაღაც უაზრო,ჭკუასუსტი ჩანაწერი გამოდის.

სულაც რომ არაფერი,ბიტლების მოსმენისას ნამდვილად ხდები უფრო კეთილი,ვიდრე იყავი. გიჩნდება სურვილი იცხოვრო მშვიდობაში,რასაც ნამდვილად მშვიდობა ჰქვია,და არა მოჩვენებითი პაციფიზმი. ისინი გასწავლიან ოცნებას და მისკენ სწრაფვას. მათთან ერთად მოგზაურობ დროში და იგებ ბევრ ახალ რამეს. პირადად მე 60იანებით და როკ-ნ-როლით სწორედ ბიტლების გაცნობის შემდეგ დავინტერესდი,ახლა უკვე საკმაოდ ბევრი რამ ვიცი ამ ეპოქაზეც და ამ მუსიკაზეც. მოკლედ იმის თქმა მინდოდა,რომ ბიტლები განათლებაზეც კი მოქმედებენ.

და საბოლოოდ – რა არის ბიტლომანია?  ისევ და ისევ,ბითლზი ნამდვილად არ არის უბრალოდ მუსიკა. ეს მთელი ფილოსოფიაა…ფილოსოფია მშვიდობასა და სიყვარულზე,ოცნებაა და მისკენ სწრაფვა,ცხოვრების სტილი და მისი ინდივიდუალიზმია. ესაა ბევრი, ბევრი გრძნობა,ბევრი ღიმილი და ემოცია. ეს ისაა,რაზეც თავიდან გიჟდები,შემდეგ ცოტა წყნარდები და ხვდები,რომ ის ოთხი ბიჭი მუდამ დარჩება შენს გულში. მოკლედ ეს ისაა,რაც “აღწევს შენს გონებაში და რჩება იქ სამუდამოდ”. ამის შემდეგ ნებისმიერ დროს,მიუხედავად იმისა 15 წლის ხარ თუ 21-ის,38-ის თუ 47-ის,როდესაც მოგინდება ამ ჯგუფის მოსმენა,გაიხსენებ იმ ყველაფერს,რაც შენს ცხოვრებაში მათთან იყო და არის დაკავშირებული და გაგეღიმება. ღიმილს კარგი აზრები მოყვება – აზრები იმაზე,თუ როგორ გიყვარს მუსიკა და რამდენს ნიშნავს ის შენთვის; რომ მუსიკა ყოველთვის მზადაა დაგეხმაროს და მან სწორედ მაშინ დაგიმეგობრდა,როდესაც პირველად მოუსმინე იმ ოთხ ლივერპულელ ბიჭს.

Hello world!

Welcome to WordPress.com. This is your first post. Edit or delete it and start blogging!